არაორდინალური, შტამპებისგან სრულიად თავისუფალი და დაბალბიუჯეტიანი ფილმი- ერთი სიტყვით სუფთა ევროპული არტ-ჰაუსი.
ფილმი, რომელიც მონტაჟის გარეშეა გადაღებული მოგვითხრობს ესპანელ გოგონაზე, რომელიც ბერლინში ცხოვრობს. ღამის კლუბის შესასვლელთან იგი ოთხ მეგობარს გაიცნობს, რომლებიც სთავაზობენ მას გასეირნებას- ნამდვილი ღამის ბერლინის გაცნობის მიზნით. იწყება თავბრუდამხვევი თავგადასავალი ღამის ქალაქის ქუჩებში ფილმის გმირებთან ერთად…
ჰიპერრეალისტური ორი საათი ვიქტორიას და მისი ახალშეძენილი მეგობრების ცხოვრებიდან- ღრმად გვითრევს მოვლენებში და ტიტრებამდე არ გვიშვებს. თუმცა სებასტიან შიპერის ეს შედევრი არც მისი ნახვის შემდეგ გაგვიშვებს და დიდხანს დარჩება ჩვენს ცნობიერებაში.
ამ ფილმზე რაც უნდა ვიცოდეთ: -ფილმი გადაღებულია მხოლოდ ერთი პლანით, მესამე მცდელობისას. -ორიგინალური სცენარი ძალიან მოკლე იყო (12 გვერდი), ამიტომ დიალოგების დიდი ნაწილი იმპროვიზაციაა. -საბოლოო ვარიანტი გადაღებულია 2014 წლის 27 აპრილს დილის ხუთის ნახევრიდან დილის შვიდ საათამდე ბერლინის უბნებში (კროიცბერგი და მითთე).