ესპანური კინოს თვალსაჩინო წარმომადგენლის- ხოსე ლუის კუერდას დრამა პატარა ადამიანის ნაბიჯებზე ცვალებად სამყაროში, სადაც სიყვარული და ღალატი იოლად ანაცვლებს ერთმანეთს.
პატარა ესპანურ სოფელში 8 წლის მონჩო სკოლაში პირველად წასასვლელად ემზადება. თანაკლასელებთან შეხვედრა და მათი გაცნობა იოლი არაა, თუმცა მას მხსნელად ხანშიშესული მასწავლებელი დონ გრეგორიო ევლინება. იგი დიდი გულმოდგინებით და სიფაქიზით აცნობს მონჩოს გარე სამყაროს და მის სიყვარულს უნერგავს. თუმცა ეს ცოტა აღმოჩნდება იმისთვის, რომ ბიჭუნა პირველ სერიოზულ შეცდომებს ააცილოს…
რეჟისორი გვიყვება რა ბიჭუნას ახალი ნაბიჯების შესახებ ახალ ცხოვრებაში თითქოს თავის მშობლიურ ესპანეთს გულისხმობს, რომელიც 1936 წლამდე რესპუბლიკურ დემოკრატიაში თავის თავს ეძებდა. აღსანიშნავია მსახიობების კარგი თამაში, განსაკუთრებით პატარა მანუელ ლოზანიოსი, რომელიც საოცარი სიზუსტით და გულწრფელობით გამოხატავს თავის გმირს, იქნება ეს რეპლიკა თუ მზერა.