სერიალი რასიზმის წინააღმდეგ, დაყრდნობილი რეალურ ამბებზე, ,,მონობის 12 წელი”-ს რეჟისორის- სტივ მაქუინისაგან.
სერიალის სიუჟეტი ეყრდნობა ხუთ ისტორიას. ყოველი ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელიც ინგლისში 60-იანი და 80-იანი წლებს შორის ხდება. 20 წლიან ბრძოლას თანასწორობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მინი-სერიალის ეპიზოდები არ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მათ მაინც ერთი საერთო- დისკრიმინაცია აერთიანებთ, რომელიც მთავარ თემად გასდევს ყოველ მათგანს.