კლონები იპყრობენ სამყაროს!
მაილზ ელიოტი უკვე ის სიცოცხლისმოყვარული ბიჭუნა აღარ არის, როგორიც ოდესღაც იყო. იგი კარგა ხანია აპათიურია და უბრალო წვრილმანები აღარ აღელვებს. ძველ მეგობრებშიც ვერაფერს პოულობს ღირებულს და საკუთარი ცოლიც უწინდებურად აღარ მოსწონს. ახალგაზრდა ადამიანი თავს მიცვალებულად გრძნობს, რომელიც ჯერ კიდევ ამ ქვეყნად დადის. ცხოვრების ხალისი რომ დაიბრუნოს, იგი უცნაურ ექსპერიმენტზე თანხმდება, რომლის შედეგად მაილზი №2 ჩნდება.