ახლგაზრდა გოგონა გაურბის რა ტყეში უჩინარ მდევარს, მახეში ხვდება და ხეზე ტოვებს წარწერას რომ ცოცხალია.. ესე იწყება რიუჰეი კიტამურას სისხლიანი თრილერი, რომლის სათაურში უკვე მინიშნებაა, რას უნდა ველოდოთ ფილმისგან, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრობას:
შემდგომი კადრი უკვე ახლგაზრდა შეყვარებულ წყვილზე გადადის, რომლებიც ამერიკის სიღრმეში საბარგულიანი მანქანით მოგზაურობენ და თითქოს წარსულის აჩრდილებს გაურბიან.
მომდევნო სცენაში კი მძარცველების ბანდა მორიგი ძარცვის დროს მძიმე დანაშულს ჩადის და პანიკაში ცდილობენ სიტუაციაში გარკვევას და მის დალაგებას.
ეს სამი თითქოს დამოუკიდებელი ისტორია მალე სისხლიანად გადაეხლართება ერთმანეთს და მძაფრი სანახაობის მოყვარულებს არაჩვეულებრივი დაძაბულობის საათნახევარს შესთავაზებს…