ტომ ბრენიკი მთელი მისი ცხოვრება სამართალდამცავი იყო, ეხლა კი დამსახურებულ პენსიაზეა. გამოცდილ ვეტერანს ბევრი უნახავს, ბევრი დამნაშავე დაუკავებია და სიკვდილისთვის თვალებში ბევრჯერ ჩაუხედავს. 1998 წელს, ჯერ კიდევ ახლგაზრდა გამომძიებლად ყოფნისას, მას მანიაკთან მოუწია შეხება, რომელიც ირლანდიის სამშვიდობო ხელშეკრულების მოწინააღმდეგეების ლიკვიდაციას ახდენდა, ხოლო დანაშაულის ადგილზე ფოტოებს ტოვებდა.
მას შემდეგ ბევრმა დრომ განვლო, ქვეყანა შეიცვალა. როდესაც პოლიცია ზღვის ფსკერიდან ძვირფას ავტომობილს იღებს, ვეტერანს უჩნდება ეჭვი, რომ ეს შემთხვევა წარსულში მომხდარ დანაშაულს უკავშირდება..