სისხლიანი ფსიქოლოგიური თრილერი, კრონენბერგ უმცროსისაგან (დევიდ კრონენბერგის შვილი) – ორიგინალური სიუჟეტით, დასამახსოვრებელი სასტიკი სცენებით და ძლიერი ქასთით.
ფილმში უცნაური მომავალია, სადაც ტვინში სიმულანტის მეშვეობით მკვლელს შეუძლია სხვა ადამიანის სხეული გააკონტროლოს და მისი ნების საწინააღმდეგოდ დანაშაული ჩაიდინოს, რის შემდეგ თვითმკვლელობით უნდა დატოვოს სხეული. ტასია ვოსი ერთ-ერთი ესეთი პროფესიონალი მკვლელია, რომელიც საიდუმლო კორპორაციაზე მუშაობს. იგი ყოველი შესრულებული სამუშაოს შემდეგ ტესტირებას გადის, რათა მისი პერსონა დაადასტუროს, რადგან არ მოხდეს მისი და მის მიერ გამოყენებული სხეულის პიროვნების აღრევა, რამაც შეიძლება შეუქცევად პროცესებს მისცეს ბიძგი…