ახდენა (Come True) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ახდენა (Come True)

მუდმივი უძილობის ტყვეობაში მყოფი ადამიანის მცდელობა განთავისუფლდეს ღამის კოშმარებისაგან, ახალ კოშმარებს ბადებს…

18 წლის სარა ღამეებს ბავშვთა გასართობ მოედანზე ათენებს საძილე ტომარაში. იგი სახლიდან გამოქცეულია. ძილის ნაკლებობის გამო, გაკვეთილებზეც კი ეძინება და ყოველ ჯერზე ერთმანეთის მსგავს კოშმარებს ხედავს. ამიტომ როდესაც იგი განცხადებას პოულობს ძილის კვლევის ინსიტუტში, ბევრს არ ფიქრობს და ექსპერიმენტზე თანხმდება.

მას უცნაური დანადგარების საშუალებით იკვლევენ, რომლებსაც მის სხეულზე აერთებენ, გვერდით ოთახში კი მეცნიერთა ჯგუფი ძილის ფაზების მიმდინარობას აკვირდება. როდესაც სარას მკვლევარები შავთეთრ ნეგატივებს ანახებენ, იგი კრუნჩხვებში ვარდება. ამის შემდგომ მისი ძილი და კოშმარები სხვა ფაზაში გადადის, სადაც მეცნიერებიც და სარაც უძლურია რამე გააკონტროლოს…

ენტონი სკოტ ბიორნსმა შექმნა მისტიურობის ზღვარს მომიჯნავე უაღრესად დაძაბული თრილერი, სადაც ბევრი რამე მაყურებლისთვის ამოუხსნელი რჩება ფინალამდე. ზოგი რამ კი ფინალის შემდეგაც.

ახდენა (Come True)
რეჟისორი: ენტონი სკოტ ბიორნსი
2020წ. (კანადა)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
შემპყრობელი (Possessor)

შემპყრობელი (Possessor)

სისხლიანი ფსიქოლოგიური თრილერი, კრონენბერგ უმცროსისაგან (დევიდ კრონენბერგის

შემდეგი
ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)

ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)

მომნუსხველი თრილერი ტომ ფორდისაგან

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share