რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)

მომნუსხველი თრილერი ტომ ფორდისაგან.

ფილმი ორ ისტორიას მიყვება: ერთი რეალურია, მეორე გამოგონილი. რეალურ ისტორიაში არის მთავარი გმირი სიუზანი, წარმატებული ქალი, რომელიც საკუთარ არტ-გალერეას ფლობს და საყვარელი მეუღლე ყავს. მისთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი დიდი სიყვარული შეუღლებიდან ორ წელიწადში დაიმსხვრა. მისი ყოფილის უეცარი გამოჩენა სიუზანის ზომიერ ცხოვრებას არღვევს .

17 წლის დუმილის შემდეგ ედვარდი მას მისი პირველი დიდი რომანის ხელნაწერს უგზავნის და წაკითხვას სთხოვს. აქედან იწყება ფილმის მეორე და ძირითადი ისტორია, სადაც რომანის მთავარი გმირი, მისი მეუღლე და შვილი მანქანით დასასვენებლად მიემგზავრება. ღამით გზაზე ისინი ნაძირლების ბანდას გადაეყრებიან, რაც მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის… ეს ორი ისტორია მაგიური ძალით ერთმანეთში იხლართება და საოცარ დრამას ქმნის. მსახიობების თამაში, ოპერატორული ნამუშევარი, დეკორაციები, შექმნილი ატმოსფერო, კოსტუმები – ყველაფერი მაღალ დონეზეა. და ეს ყველაფერი ძალდაუტანებლად, ორგანულად, როგორც ტომ ფორდს და როგორც დიდ კინოს შეეფერება..

ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)
რეჟისორი: ტომ ფორდი
2016წ. (აშშ)
Nocturnal Animals (2016) on IMDb
80/100
ჩვენი შეფასება
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ახდენა (Come True)

ახდენა (Come True)

მუდმივი უძილობის ტყვეობაში მყოფი ადამიანის მცდელობა განთავისუფლდეს ღამის

შემდეგი
გომორა (Gomorra: La serie)

გომორა (Gomorra: La serie)

სერიალი ნეაპოლიტანურ დანაშაულებრივ სამყაროზე და კლანების შიდა სტრუქტურაზე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share