შოტლანდიის მთები, ნისლიანი და გაწებილი პარანოიული ატმოსფერო, შემთხვევითობის ტრაგიკული შედეგი მეთ პალმერის მსხვილ კალიბრიან დრამაში.
ბავშვობის მეგობრები მიემგზავრებიან შოტლანდის მთებში სანადიროდ. ვონს სახლში ფეხმძიმე საცოლე ელოდება და სანამ ოჯახურ უღელში ჩაებმება, მეგობრები აპირებენ კარგად გაერთონ. ისინი სოფლის სასტუმროში ჩერდებიან, ღამეს ადგილობრივებთან სმაში ატარებენ და დილით ნაბახუსევზე სანადიროდ ტყეში გადიან. ეს ნადირობა და ეს უიქენდი ორ მეგობარს ძალიან ძვირი დაუჯდება…
მინიმალისტური თრილერი გამოუცნობი და ,,შავი” სცენარით, უცნობი, მაგრამ დამაჯერებელი მსახიობებით და ჩვენთვის (ქართველებისთვის) კარგად ნაცნობი და აქტუალური პრობლემით: სამართლის თვითნებურად აღსრულება და ბზარის არსებობა ქალაქსა და პროვინციას შორის…