რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

გომორა (Gomorra: La serie)

სერიალი ნეაპოლიტანურ დანაშაულებრივ სამყაროზე და კლანების შიდა სტრუქტურაზე.

სავასტანოს კლანი უკვე დიდი ხანია ნეაპოლს მართავს. მისი ეხლანდელი თავი- პიეტრო, აკონტროლებს ყველა კონტრაბანდისტს და ნარკოტიკებით მოვაჭრეს. საქმე კარგად მიდის, მაგრამ მოულოდნელად პიეტროს იტალიური პოლიცია აპატიმრებს, რომელიც დიდი ხანია მის წინააღმდეგ სამხილებს აგროვებდა. კლანში ძალაუფლებისთვის ბრძოლა იწყება, სადაც წინა პლანზე პიეტროს მეუღლე- დონნა იმა, მათი შვილი- ჯენი და კლანის ერთგული ,,ჯარისკაცი”- ჩიროა.

გომორას პირველი სეზონი ყოველგვარი შელამაზების და რომანტიზმის გარეშე გვაჩვენებს ნეაპოლის მაფიოზური კლანის მოწყობას და მათთან დაკავშირებული ადამიანების ტრაგიკულ ბედს. შემდგომ სეზონებში სისასტიკე და შიდა კლანური დაძაბულობა კიდევ უფრო მაღლა იწევს. სერიალი გადაღებულია მათეო გარონეს 2008 წლის კანის ფესტივალის გრან-პრის მფლობელი, იგივე სახელწოდების ფილმის მიხედვით.

გომორა (Gomorra: La serie)
შემქმნელები: ლეონარდო ფასოლი, სტეფანო ბისესი, რობერტო სავიანო
2014წ. (იტალია, გერმანია)
Gomorrah (2014) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)

ღამის ცხოველები (Nocturnal Animals)

მომნუსხველი თრილერი ტომ ფორდისაგან

შემდეგი
კალიბრი (Calibre)

კალიბრი (Calibre)

შოტლანდიის მთები, ნისლიანი და გაწებილი პარანოიული ატმოსფერო, შემთხვევითობის

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share