რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

იღბლიანი (Lucky)

ალეგორიული თრილერი ქალთა მიმართ ძალადობაზე.

რა პრობლემები უნდა ჰქონდეს ქალს, რომელიც წერს წიგნებს თვითგანვითარების სხვადასხვა ხერხებზე და სხვას ურჩევს, თუ როგორ გადალახოს შინაგანი წინააღმდეგობები. მეი ერთ-ერთი იმ იღბლიანთაგანია, რომელსაც წილად ხვდა იყოს ავტორი მსგავსი წიგნისა, იყოს პოპულარული და იყოს მისაბაძი სხვა ქალებისთვის. პირად ცხოვრებაშიც თითქოს მისთვის ყველაფერი მოწესრიგებული და თავის ადგილზეა- მყუდროდ მოწყობილი სახლი და მოსიყვარულე მეუღლე. მაგრამ ერთ მშვენიერ ღამეს ყველაფერი თავდაყირა დგება, როცა სახლში ნიღბიანი მკვლელი შემოიჭრება. ყველაზე უცნაური მაინც ისაა, რომ არც მის მეუღლეს და არც პოლიციელებს დიდად არც უკვირთ და არც აღელვებთ, რომ მკვლელი ყოველ ღამეს ჯიუტად ბრუნდება და ცდილობს სიცოცხლე მოუსწრაფოს მეის…

მიმართავს რა კლასიკურ საშინელებათა ფილმების თხრობის სტილს და ხერხებს – ფილმის ავტორს სააშკარაოზე გამოაქვს ქალთა “იღბლიანი” ცხოვრება..

იღბლიანი (Lucky)
რეჟისორი: ნატაშა კერმანი
2020წ. (აშშ)
Lucky (2020) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
დაშვება ქვემოთ (Way Down)

დაშვება ქვემოთ (Way Down)

,,ოუშენების” შემდეგ რთულია წააწყდე ფილმს ძარცვაზე, რომელიც ფინალამდე

შემდეგი
პატრული (Shorta)

პატრული (Shorta)

მხოლოდ უკიდურეს გასაჭირში და ექსტრემალურ სიტუაციაში შეიცნობა ადამიანის სახე და

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share