მხოლოდ უკიდურეს გასაჭირში და ექსტრემალურ სიტუაციაში შეიცნობა ადამიანის სახე და მისი ნამდვილი მრწამსი… აგრესიული ენერგეტიკით დამუხტული პოლიციური თრილერი დანიელებისგან.
როდესაც კოპენჰაგენის საავადმყოფოში პოლიციური რეიდის დროს დაჭრილი ახალგაზრდა- თალიბ ბენ ჰასი კვდება, ეთნიკური არაბებით და სხვადასხვა ქვეყნის ემიგრანტებით დასახლებული დიდი უბანი – სვალეორდენი აჯანყდება და პოლიციას ომს უცხადებს. ამ დროს ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიციელი (ერთი ცინიკოსია და მიგრანტების მიმართ აგრესიული, მეორე ჰუმანური და იდეალისტი)- იენსი და მაიკი პატრულირებას ახდენენ ამ ავადხსენებულ უბანში. მათ მოუწევთ მთელი თავისი გამოცდილება და ძალისხმევა გამოიყენონ, რათა ცოცხლები გადაურჩნენ აგრესიულ ბრბოს, რომელიც კოპენჰაგენის ქუჩებში თარეშობს…
ფილმის დასაწყისშივე მინიშნებაა 2020 წელს მინეაპოლისის შტატში მომხდარ ტრაგედიაზე. როგორც ჩანს სკანდინავიაშიც საკმაოდ აქტუალურია რასიზმის და უფლებების გადამეტების თემა პოლიციელების მხრიდან. ორი სხვადასხვა მრწამსის პოლიციელს ერთად უწევს პატრულირება და გარკვევა – ვინ ვინ არის და ვინ ვის მხარეზეა…? თუმცა ფილმის შემდგომი დრამატული განვითარება ცვლის ამ ადამიანების მიდგომას ცხოვრებისეული საკითხების მიმართ.