შვედი რეჟისორის- როი ანდერსონის ფილმი მოკლე ნოველების და მინიატურების კრებულია, რომელიც სხვადასხვა ადამიანების ცხოვრებიდან ამოჭრილი სურათების მსგავსადაა აკინძული და საეკრანო დროში გამოფენილი. ისინი ერთმანეთთან ზღაპრის მთხრობელის მონოტონური ხმითაა დაკავშირებული, რომელიც კომენტარს უკეთებს ფილმის ყოველ ეტიუდს.
მისი გმირები ჩვეულებრივი ადამიანები არიან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კრიზისულ თუ ყოფით სიტუაციაში, სხვადასხვა სულიერ მდგომარეობაში. ფილმის თითქმის ყველა სცენა სტატიური კამერის ერთი პლანითაა გადაღებული, სადაც მაყურებელს დრო ყოფნის დეტალებზე გააკეთოს აქცენტი და რეჟისორის ჩანაფიქრი კარგად აღიგქვას.
დასამახსოვრებელი კადრებით და ეგზისტენციალური კითხვებით აწყობილი ეს ნამუშევარი 2019 წლის ვენეციის კინოფესტივალზე ვერცხლის ლომით აღინიშნა საუკეთესო რეჟისურისათვის.