უკეთესი დღეები (Shao nian de ni) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უკეთესი დღეები (Shao nian de ni)

ძალზედ მგრძნობიარე და აქტუალური დრამა სკოლაში ძალადობაზე.

პეკინის ერთ-ერთი სკოლა წინასაგამოცდო ეიფორიაშია. უფროსკლასელი ჩენ ნიანი ემზადება სასწავლო წლის დასახურად და გამოცდების ჩასაბარებლად, როცა მისი თანაკლასელი, რომელიც ბულინგის მსხვერპლია შენობის სახურავიდან ხტება და თავს იკლავს. მომხდარით შეძრული ნიანი ეხლა თავად ხდება ძალადობის ობიექტი მისი კლასელების მხრიდან. მას მხსნელად ქუჩის მარტოხელა ბანდიტი ევლინება, რომელიც ისევე განიცდის მარტოობას, როგორც ნიანი. ორი მარტოსული ადამიანი ცდილობს ერთმანეთის დახმარებით თავი გადაირჩინოს სასტიკ სამყაროში, სადაც დაცინვა და ძალადობა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია.

მიუხედავად ფილმში საზოგადოების (მასწავლებლები, პოლიციელები, მშობლები) იდეალური განწყობისა ერთად გადაჭრან ეს პრობლემა, აიცდინონ ძალადობა სკოლებში, იგი სხვადასხვა ფორმით მაინც გრძელდება მოზარდებში. სიმართლე რომ ვთქვათ, იქაც (ჩინეთში) და აქაც (საქართველოში) რეალობაში გაცილებით რთული სიტუაციაა ამ მხრივ. ზრდასრულებს ხომ ნაკლებად აინტერესებთ თავიანთი შვილების ცინიკური და ხშირ შემთხვევაში დაუნდობელი სამყარო, მათ კი ესე სჭირდებათ თანაგრძნობა და დიალოგი. ფილმი ნომინირებულია 2021 წლის ოსკარზე უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში.

უკეთესი დღეები (Shao nian de ni)
რეჟისორი: დერეკ ცანი
2019წ. (ჩინეთი, ჰონ-კონგი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
სამსახურეობრივი მოვალეობა (Line of Duty)

სამსახურეობრივი მოვალეობა (Line of Duty)

დეტექტივების, კრიმინალური დრამებისა და პოლიციური თრილერების მოყვარულებისთვის ეს

შემდეგი
ქარიანი მდინარე (Wind River)

ქარიანი მდინარე (Wind River)

რთულად გამოსაცნობი სიუჟეტი და შესანიშნავი დეტექტიური თრილერი ,,Sicario”-ს

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share