რთულად გამოსაცნობი სიუჟეტი და შესანიშნავი დეტექტიური თრილერი ,,Sicario”-ს სცენარისტისაგან.
თოვლით გადატკეცილი მთები და უზარმაზარი ფიჭვები. ცივი, სუსხიანი ქარი, რომელიც ძვლებში ატანს. შტატ ვაიომინგის ველურ ბუნებაში ყველას არ შეუძლია ცხოვრება, აქ მხოლოდ ძლიერები სახლდებიან. ინდიელთა რეზერვაციის ტერიტორია – ,,ქარიან მდინარეში” გოგონას მკვლელობა ხდება. ფედერალური გამოძიების ბიუროს ახალბედა აგენტი ჯეინ ბენერი, რომელიც მკვლელობის გამოსაძიებლად მოავლინეს, ცუდად იცნობს აქაურ მკაცრ ბუნებას და დახმარებისათვის ადგილობრივ მონადირეს მიმართავს…
მკაცრი ბუნება, მუდმივი დაძაბულობა, კარგი სამსახიობო ჯგუფი და სანახაობრივი დეტექტივი.


გამოიწერეთ სიახლეები
Get notified of the best deals on our product deals