ახალგაზრდა პროგრამისტს თანამედროვე ტექნოლოგიებზე გამდიდრებული მილიარდერი ქირაობს მაღალი ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის დასატესტად. ცივილიზაციას მოწყვეტილ მწვანეში ჩაფლულ ფეშენებელურ სახლში ვითარდება ადამიანს და მანქანას შორის დაძაბული ფსიქოლოგიური დრამა, სადაც რთულია რომელიმეს მხარე დაიჭირო.
სასპენსი და სიუჟეტის ინტრიგა ფილმის ბოლომდე არ გვიშვებს სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს, ტიტრების შემდეგაც რაღაც უცნაური გრძნობა და რიდი დაგვეუფლება შეუცნობელი მომავლის წინაშე. ხელოვნური ინტელექტის თემა ახალი არ არის. უკვე მეცნიერთა არაერთი თაობა გვპირდებოდა მანქანის შექმნას, რომელიც ადამიანის მსგავსად იაზროვნებს, თუმცა არის ტესტები, რომელიც თანამედროვე მეცნიერებამ ჯერ ვერ გადალახა..ა