მაქსიმალურად რეალური და ჰეროიზმს მოკლებული ჯაშუშური თრილერი სპეცსამსხურების მუშაობაზე.
ფილმის მოქმედება ჰამბურგში მიმდინარეობს. საიდუმლო სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი- გიუნთერ ბახმანი და მისი მოკრძლებული გუნდი იღებს დავალებას საერთაშორისო ძებნილის ისუ კარპოვის მოძებნაზე, რომელსაც ახალგაზრდა ადვოკატი მალავს. ძებნის პროცესში სხვა ქვეყნების სამსახურებიც ერთვება. ყველა ცდილობს მის სასიკეთოდ გამოიყენოს ნებისმიერი ინფორმაცია და ადამიანი. ამ ბინძური თამაშისას ადგილი არა აქვს შებრალებას და ადამიანურ გრძნობებს.
ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის- ჯონ ლე კარეს ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი სპეცსამსახურების მუშაობაზე გამოირჩევა რეალიზმით და უაღრესი ფსიქოლოგიური დაძაბულობით. აქ ტრადიციული გმირობის და მუშტების ნაცვლად ცივი გათვლა და სიტუაციის მიხედვით მოქმედება უფრო ჭრის. აქ ადამიანებზე ყველა ხერხს იყენებენ რათა აიძულონ თანამშრომლობა და მათ სასარგებლოდ მუშაობა. მათ სამყაროში ადგილი არა აქვს ნდობას და ერთგულებას…