ეს კრიმინალური თრილერი საინტერესო სიუჟეტური გადასვლებით, კოლორიტული პერსონაჟები კორეელი მსახიობების ქარიზმატული შესრულებით ნამდვილად ყურადღების ღირსია.
დეტექტივი ვონ ჰუ უკვე დიდი ხანია ცდილობს მოუხელთებელი ნარკობარონის- მისტერ ლის დაკავებას. სახეზე მას არავინ იცნობს. დეტექტივის ინფორმატორი კი საავადმყოფოში ჭრილობებისგან კვდება და ქაღალდზე სისხლით დაწერილ ციფრს ტოვებს. ბოლო იმედი ნარკოლაბორატორიის აფეთქების შედეგად გადარჩენილი ერთ-ერთი წვრილი კურიერია, რომელიც მზადაა დედის სიკვდილის გამო მთელი ქსელი ჩაუშვას და მისტერ ლი გამოააშკარავოს…