საზღვარი ორ ქვეყანას, საფრანგეთსა და იტალიას შორის პატარა ქალაქ- ასოლაზე გადის. ქალაქში ორი ნაცადი ხერხია თავი ირჩინო და ოჯახიც გამოკვებო: ან კანონის აღმსრულებელი ხარ ან კანონის დამრღვევი. ფრანგი მესაზღვრე ფერდინანდი პირველ წესს მისდევს, იტალიელი კონტრაბანდისტი ჯუზეპე კი მეორე წესდებით ცხოვრობს. თუმცა მათ კანონის გარდა კიდევ სხვა რამეც ყოფთ…ან აერთიანებთ…გააჩნია როგორ შევხედავთ. ბევრი კანონიც ხომ ესეა, გააჩნია როგორ შევხედავთ. ხშირ შემთვევაში იგი აბსურდული და სასაცილოა. ეს ფილმიც აბსურდის ილუსტრაცია კანონის და სახელმწიფოს თემაზე, თუ რამდენად უმარტივებენ ან ურთულებენ ისინი ცხოვრებას მოქალაქეებს.
საინტერესო სიუჟეტი, კარგი რეჟისურა, დიდი არტისტების შესანიშნავი თამაში- კინოს ტრადიციების მქონე ორი ქვეყნის ერთობლივი ფილმი. უნაკლო ფილმი.