შიზოფრენიის გზამკვლევი, ინდივიდუალობის ჩამოშლის მისტიური პროცესი რომან პოლანსკის შედევრში – ,,მდგმური”.
კანტორის საშუალო მოხელე ტრელოვსკი გადაწყვიტავს საცხოვრებელი შეიცვალოს და ახალი ბინა იქირაოს. ბინის წინა მაცხოვრებელმა როგორც ჩანს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაგრამ ტრელოვსკის ეჭვი უჩნდება, რომ საქმე ცოტა სხვაგვარადაა, მისი მეზობლები ძალიან უცნაურად იქცევიან. იგი სულ უფრო და უფრო მეტს ფიქრობს იმ საბრალო გოგონაზე და ცდილობს სამხილების მოგროვებას, რათა დაამტკიცოს, რომ ეს მკვლელობა იყო და არა თვითმკვლელობა…
საშინელებათა ფილმებში ბევრი სასტიკი და დაუნდობელი უარყოფითი გმირია, რომლებიც ადამიანების სიცოცხლის ხელყოფით არიან შეპყრობილები, თუმცა დადებით გმირებს მაინც აქვთ შანსი, როგორღაც თავი დააღწიონ საფრთხეს, დაიმალონ სადმე და ილოცონ, ან წინააღმდეგობა გაუწიონ, ან სულაც გაანადგურონ. მაგრამ არის რაღაც საფრთხეები, რასაც ვერც დაემალები და ვერც დაძლევ, ის შიგნითაა, ღრმად თვითონ ადამიანში.