ფილმი ნაწილობრივ დაიბადა ისტორიის შემდეგ, რომელიც მთავარი როლის შემსრულებელს ბობ ოდენკირკს შეემთხვა, მას შემდეგ რაც მასთან სახლში ნარკოტიკებისგან გაბრუებული შიშველი მამაკაცი შევარდა და მთელი ოჯახის წევრები შეაშინა. ოდენკირკმა არ გარისკა, უბრალოდ პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დამნაშავე დააკავა.
ფილმიც ესე იწყება, წყნარი და თავმდაბალი მეოჯახე ჰატჩი თავისი ჩვეული ყოველდღიურობით ცხოვრობს. დილის გარბენი, საუზმე ოჯახთან ერთად, პატარა კომპანიაში ბუღალტერიის წარმოება, საღამოს სახლში დაბრუნება და ისევ ვახშამი ოჯახთან ერთად. ამ უშფოთველ მონოტონურობას ღამე სახლში შემოჭრილი მძარცველები არღვევენ. ოჯახის უფროსი მათ დამშვიდებას ცდილობს და ყველაფერს კონფლიქტის გარეშე გადაწყვიტავს, თუმცა ოჯახის წევრებში ეს გაღიზიანებას იწვევს.
ისინი თვლიან, რომ მას უფრო გადაწყვეტილად და ხისტად უნდა ემოქმედა შემოჭრილების აგრესიულ ქმედებებზე. ჰატჩი ცდილობს თავი დაიჭიროს, თუმცა ის ნეგატივი რაც შიგნით ნელ-ნელ გროვდება, ვეღარ ეტევა მასში და ცდილობს გარეთ გადმოვიდეს, რაც ძალიან ცუდად შეიძლება აისახოს ყველაზე, ვისაც კი მასთან შეხება ჰქონია.
ბოლო დროის ერთ-ერთი გამორჩეული ექშენი დამასახიჩრებელი ჩხუბის სცენებით, ძალზედ რეალური რუსი მაფიოზებით და ბობ ოდენკირკის განსაცვიფრებლად დამაჯერებელი თამაშით.