დრამატული თრილერი ფულის ძალაუფლებაზე, კანონის ,,უზენაესობაზე” და ადამიანის მორალურ ღირებულებებზე.
ყველაფერი საქმის გულისათვის, ხოლო საქმე ოჯახის გულისთვის – ფილმის გმირი, რობერტ მილერი მულტი მილიონერების სტანდარტული სქემით ცხოვრობს. იმის გამოკლებით, რომ ფინანსურ მაქინაციებშია გარეული და პლუს ახალგაზრდა საყვარელიც ჰყავს. ფინანსურ კრიზისს რომ თავი დააღწიოს გამოცდილი ბიზნესმენი ცდილობს კომპანია გაყიდოს, სანამ მაქინაციები გამჟღავნდება. ამისათვის კი აუდიტის დასკვნაა საჭირო. პრობლემები გეომეტრიული პროგრესიით იმატებს და მათი გადაწყვეტა(მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება მდიდრებს ეკუთვნის) მტკიცე ნერვებს და შინაგან ძალისხმევას საჭიროებს.
მორალი, რომ ფული მართავს სამყაროს, ფილმში უარყოფილი არაა, თუმცა ყოველ ადამიანს რაც არ უნდა მოწყვეტილი იყოს ყოფით პრობლემებს, უწევს მწარე გამოცდა ჩააბაროს ცხოვრებასთან.