ემანუელ კარერის პროვოკაციულ- ფილოსოფიური რომანის ეკრანიზაცია მისივე რეჟისორობით. ფილმი იმაზე, თუ რამდენად ეფემერული და ფაქიზია ჩვენი ცხოვრება, რამდენად დამოკიდებული ვართ ჩვენს მიერვე შექმნილ რეალობაზე და პირობით ნივთებზე, რომლებსაც ჩვენვე ვუწესებთ სახელებს, ფორმებს.
ერთ საღამოს მარკი გადაწყვეტს მეუღლეს მოულოდნელი სიურპრიზი გაუკეთოს და ულვაშებს, რომელსაც წლებია ატარებს, გაიპარსავს. მაგრამ ანიეზი ვერ ამჩნევს სიახლეს მარკის გარეგნობაში. ვერც იმავე საღამოს ვახშამზე მასპინძლები ამჩნევენ ამ ცვლილებას მარკში, რაც მასში გაღიზიანებას იწვევს. იგი ყველანაირად ცდილობს შეამჩნიონ ულვაშების არქონა, მაგრამ ანიეზი ამბობს, რომ მას ულვაშები არასდროს უტარებია…
მსახიობების შესანიშნავი თამაშის გარდა, აღსანიშნავია ფილიპ გლასის ფილმთან შერწყმული მუსიკა, რომელიც საოცარ ატმოსფეროს სძენს ამ უცნაურ ფილმს.