ყოველწლიურად ამერიკის ქუჩებში 100-ზე მეტი ოფიცერი კვდება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. მათი უმეტესობა პატრულის თანამშრომელია.
ლამის ორი საათი ფილმის გმირებთან ერთად მოგიწევთ პატრულირება ლოს-ანჯელესის ქუჩებში, მათ მანქანაში ჯდომა და მათთან ერთად გავლა იმ ყოველდღიურობის, რასაც ისინი გადიან. და ეს დაგარწმუნებთ, რომ ისინი არა რაღაც ექშენის გმირები, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან სისხლისა და ხორცისგან.
ფილმისთვის მზადების პერიოდში მთავარი როლის შემსრულებლები ჯეიკ გილენჰეილი და მაიკლ პენია 5 თვის განმავლობაში 12-საათიან პატრულირებას ახდენდნენ რეალურ საპატრულოს თანამშრომლებთან ერთად. პირველივე დღეს ჯეიკ გილენჰეილი მკვლელობის მოწმე გახდა.