სახელი (Le prénom) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

სახელი (Le prénom)

კინოში ჭკვიანურად რეალიზებული თეატრალური პიესა შესანიშნავი დიალოგებითა და მსახიობების არანაკლებ შესანიშნავი თამაშით.

ბავშვობის მეგობრები ელიზაბეტის და ანრის სახლში ვახშამზე იკრიბებიან. ელიზაბეტის ძმა- ვინსენტი მალე მამა გახდება და მათი საუბარიც ამის გარშემო ტრიალებს. სანამ მისი ფეხმძიმე მეუღლე ანა ამ შეკრებას შემოურთდება, მეგობრები განიხილავენ მომავალი ბავშვის სავარაუდო სახელს. მალე მშვიდი დიალოგი კამათში იზრდება, კამათი კი დაპირისპირებაში, სადაც ზედაპირზე ამოტივტივდება ყველასათვის უცნობი და მოულოდნელი დეტალები მათი ცხოვრებისა.

არ შეიძლება არ მოგხიბლოთ ფრანგი რეჟისორების ფილმის თხრობის სტილმა, ქარიზმატულად აგებულმა დიალოგებმა და მიუხედავად ყველაფრისა, მასში გამეფებულმა სიყვარულის ატმოსფერომ.

სახელი (Le prénom)
რეჟისორები: ალექსანდრ დე ლა პატელიერი, მატიო დელაპორტი
2012წ. (საფრანგეთი, ბელგია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
როვერი (The Rover)

როვერი (The Rover)

ატმოსფერული და დაძაბული პოსტაპოკალიპტური ფილმი

შემდეგი
პატრულირების დასასრული (End of Watch)

პატრულირების დასასრული (End of Watch)

ყოველწლიურად ამერიკის ქუჩებში 100-ზე მეტი ოფიცერი კვდება სამსახურეობრივი

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share