ფანტასტიკური ,,Road Movie” და მონსტრები სიყვარულის ფონზე.
ცენტრალურ ამერიკაში ნასას საფრენი აპარატი საიდუმლო ტვირთით განიცდის კატასტროფას, რის შემდეგ კონტინენტზე 9 სართულის ზომის მოლუსკის მაგვარი არსებები იწყებენ გამრავლებას. ინციდენტიდან 6 წლის შემდეგ ეს ადგილი დახურულ და საშიშ ზონადაა გამოცხადებული. ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტი ენდრიუ მისი ბოსისგან იღებს დავალებას დახურული ზონის გავლით სახლში დააბრუნოს ბოსის ქალიშვილი სამანტა.
ალბათ თუ ოდესმე მოხდება უცხოპლანეტელების შემოჭრა დედამიწაზე, მოხდება იგი ესე მშვიდად და აუჩქარებლად, ჩვეული ცხოვრების პარალელურად, ისე როგორც ამ ფილმშია და არა როგორც ,,სამყაროთა ომში” ან სხვა კლასიკურ ფანტასტიკურ ,,ბოევიკებში”. ყოველ შემთხვევაში ესე თვლის ფილმის რეჟისორი გარეთ ედვარდსი, რომლისთვის უფრო მნიშვნელოვანი ადამიანების გრძნობებია, ვიდრე მონსტრების ზომა, თუმცა ფილმში ერთიც და მეორეც შთამბეჭდავია. მისი თქმით, ფილმს რვა თვის განმავლობაში 6 კაციანი ჯგუფი იღებდა, რომელიც მინი ვენით სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობდა.