ფილმი- ძარცვა, რომელიც რეალურ ამბავზეა დაფუძნებული.
ოთხი მეგობარი გადაწყვიტავს ამერიკის ისტორიაში ყველაზე თავხედური ძარცვა ჩაიდინოს. ისინი გეგმავენ კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული წიგნის, ჯონ ჯეიმს ოდიუბონის ატლასის- ,,ამერიკის ჩიტების” მოპარვას. მაგრამ აქ ორი პრობლემაა. მათ არა აქვთ ძარცვის არანაირი გამოცდილება. მათ წარმოდგენაც არა აქვთ, რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
კინო საინტერესოა იმით, რომ თხრობის სხვა გზით მიდის, ვიდრე ეს ძარცვაზე კლასიკურ ფილმებშია, სადაც ყველაფერი დაგეგმილია და ბანდიტებმაც იციან რაზე მიდიან. ბარტ ლეიტონის ფილმში ბანდიტების ნაცვლად გამოუცდელი სტუდენტებია, რომელთათვის არც ისე იოლია ამ გადაწყვეტილების მიღება და ისინი ზღვარზე იმყოფებიან. მეტ დრამატულობას სიუჟეტს აძლევს ამ ისტორიის ნამდვილი მონაწილეების ინტერვიუები, რომელიც ფილმს გასდევს.