რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

უმი (Raw)

ფრანგი რეჟისორის- ჯულია დიუკორნოს შოკისმომგვრელი არტ ჰაუსი, სადაც მოულოდნელად ერთიანდება დრამა და საშინელებათა ფილმი.

ერთი შეხედვით მოკრძალებული ვეგეტერიანელი გოგონა- ჟიუსტინი სწავლას იწყებს ვეტერინარულ ფაკულტეტზე საფრანგეთის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებლში. აქ მისი და- ალექსია სწავლობს უკვე არა ერთი წელია და ჟიუსტინს იმედი აქვს, რომ იგი ადაპტაციაში დაეხმარება, რადგან ახალწვეულების მიმართ საკმაოდ მკაცრი კანონებია უფროსი თაობის სტუდენტების მხრიდან. სტუდენტად ,,ნათლობის” დროს ჟიუსტინი კურდღლის უმ ხორცს გასინჯავს (რა თქმა უნდა, არა თავის ნებით) და იგი ხვდება, რომ რაღაც აკრძალულს შეეხო, იმას რასაც არ უნდა შეხებოდა, რისგანაც ესე გულმოდგინედ ცდილობდნენ მშობლები მის მორიდებას.

ზედმეტად ნატურალური დრამა-მეტაფორა ადამიანის მოზარდობიდან ზრდასრულობაში გადასვლაზე, თვითდამკვიდრებაზე, სექსუალურ თავისუფლებაზე, ცდუნებაზე, ადამიანის ფარულ მისწრაფებებზე. ეს ყველაფერი ფრანგული არტ ჰაუსისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი და ამასთანავე შოკისმომგვრელი ვიზუალით. სუსტი კუჭის პატრონებისათვის ფილმი რეკომენდირებული არაა, რადგან მასში მრავლადაა ნატურალური სცენები, რომლებმაც შეიძლება გულისრევა გამოიწვიოს.

უმი (Raw)
რეჟისორი: ჯულია დიუკორნო
2016წ. (საფრანგეთი, ბელგია, იტალია)
Raw (2016) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
უდანაშაულო (El inocente)

უდანაშაულო (El inocente)

ჰარლან კობენის ( “არავის უთხრა”; “ხუთი” ; “მეორე

შემდეგი
Bad Sounds – Move Into Me ft. Broods

Bad Sounds – Move Into Me ft. Broods

SingleRelease date: 8

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share