არგენტინული ატმოსფერული თრილერი მოულოდნელი სიუჟეტური გადასვლებით.
ჰოაკინი ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული საშუალო ხნის მამაკაცია, რომელიც დღეებს თავის კერძო სახლში კომპიუტერების და პლატების შეკეთებით ატარებს. მის ერთფეროვან ყოფას სახლში ოთახის ქირაობის მიზნით გამოცხადებული დედა-შვილი არღვევს. ერთხელ მუშაობის პროცესში იგი შემთხვევით მოისმენს საუბარს სარდაფის კედლის გაღმა მხარეს. მძარცველების ბანდა აპირებს გვირბის გათხრას ბანკის გაძარცვის მიზნით. ჰოაკინი გადაწყვიტავს ეს შანსი გამოიყენოს და ახალი ცხოვრება დაიწყოს.
როდრიგო გრანდეს ფილმი იწყება როგორც ცხოვრებისეული დრამა, მაგრამ ნელ-ნელა იგი რეალისტურ და კრიმინალურ თრილერად იქცევა საინტერესო სიუჟეტური სვლებით, რაშიც დიდი წილი არგენტინული და ესპანური კინოს ვარსკვლავებს მიუძღვით.