ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი-კვლევა ომის საშინელებებზე და საკუთრივ მის ბუნებაზე.
ვიეტნამის ომის დროს სპეცდანიშნულების რაზმის კაპიტანი უილარდი იღებს განსაკუთრებულ დავალებას და საბრძოლო ნავის მეშვეობოთ მდინარის დინების საწინააღმდეგოდ მიემართება პატარა რაზმის თანხლებით. მისი მთავარი ამოცანა პოლკოვნიკ კურცის აღმოჩენა და მისი განადგურებაა, რომელმაც კამბოჯის ჯუნგლებში თავისი კულტისმაგვარი რაღაც შექმნა… ალბათ ფილმის შედარება შეიძლება დანტეს ,,ღვთაებრივ კომედიასთან”, სადაც პოეტი ფიქრებით მოგზაურობს ჯოჯოხეთში და აღწერს ამ მოგზაურობის ყოველ შემძრწუნველ წრეს. როგორც ლიტერატურული გმირი ჯოჯოხეთის ფსკერს, ფილმის გმირიც ნაბიჯ ნაბიჯ უახლოვდება ომის ყველაზე ცხელ წერტილს და ომისგან შეშლილ ოფიცერს, რომელსაც საშინელება მეგობრად გაუხდია.
ჩვენ ამ ფილმს ვაკეთებდით დაახლოებით ისე, როგორც ამერიკელები ამ ომს აწარმოებდნენ: ჩვენ ვიყავით ძალიან ბევრი, ჩვენ ვხარჯავდით ძალიან ბევრ ფულს, და ჩვენ ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლებოდით…(ფრენსის ფორდ კოპოლა).