ავსტრალიელი რეჟისორის ჯოელ ედგერტონის სადებიუტო ფილმი (სადაც იგი სცენარისტად, პროდიუსერად და ფილმის ერთ-ერთი გმირის შემსრულებლად გვევლინება) – დაბალბიუჯეტიანი ფსიქოლოგიური დრამაა თრილერის ელემენტებით, დაძაბული ატმოსფეროთი და მასში ჩადებული არა ბანალური აზრით.
სიუჟეტის ცენტრში ცოლ-ქმრული წყვილია, რომელიც კალიფორნიაში გადადის საცხოვრებლად და ყველაფრის ახლიდან დასაწყებად. საიმონი წამატებული, თვითდაჯერებული და პრაგმატული მამაკაცია, რობინი კი მისი მშვიდი და მოკრძალებული მეუღლე. ახალ საცხოვრებელში გადასვლიდან სულ ცოტა ხანში ისინი საიმონის თანაკლასელს- გორდოს შეხვდებიან. ეს ძალზედ თავისებური, ერთი შეხედვით მეგობრული ადამიანი არაერთგვაროვნად მოქმედებს წყვილის ზომიერ ცხოვრებაზე. იგი საიმონის წარსულის ბნელ მომენტებს და ცოდვებს თანმიმდევრულად ფარდას ხდის. ხოლო როგორც ხშირად ხდება, ჩადენილ ცოდვებზე ადრე თუ გვიან ყველას უწევს პასუხის გება…