კანადური ფსიქოლოგიური თრილერი ჰორორის ელემენტებით.
ახალგაზრდა იანიკ ბერუბე კინოსკოლაში აბარებს და სასწავლებლად სხვა ქალაქში გადადის. იგი ველოსიპედით დადის და ყველაფერს კამერაზე იღებს. შემთხვევით ველოსიპედიდან გადმოვარდება და დასახმარებლად პირველივე სახლს მიადგება, რომ ტელეფონით ტაქსი გამოძახოს. საუბედუროდ, იგი იქ მოხვდება, სადაც არ უნდა მოხვედრილიყო და ნახავს იმას, რაც არ უნდა ენახა. ამიერიდან მისი ცხოვრება ჯოჯოხეთურად შეიცვლება.
ფილმში სისხლიანი სცენები თითქმის არ არის, მაგრამ დაძაბულობა და ფსიქოლოგიური წნეხი საკმარისზე მეტი. ტრადიციულად, როგორც ჰორორებშია, ბოროტებასა და სიკეთის შორის ძალების თანაფარდობა პირველის მხარესაა, თუმცა სამართლის აღსრულების მისიით შეპყრობილი მანიაკისა და ხაფანგში გამომწყვდეული მსხვერპლის პაექრობა საკმაოდ ორიგინალურად და საინტერესოდაა წარმოდგენილი, რაც ნიჭიერი მსახიობების დამაჯერებელი თამაშის დამსახურებაცაა.