ძმები ტავიანები და შექსპირის პიესა რომის მკაცრი რეჟიმის ციხის საკნებში.
ფილმის გადაღების იდეა ერთი სატელეფონო ზარით დაიწყო. ძმებ ტავიანებს ძველმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა რომ ნახა სპექტაკლი, რომელიც აქამდე არცერთ ნანახ სპექტაკლს არ ჰგავდა. ძმები დაინტერესდნენ და წავიდნენ დანტეს ,,ღვთაებრივი კომედიის” სანახავად. უცნაური ის იყო, თეატრი რომის ერთ-ერთ ციხეში მდებარეობდა. ნამდვილ ციხეში. და პიესაში როლებს ნამდვილი პატიმრები თამაშობდნენ. ტავიანები იმდენად შეძრა პატიმრების თამაშმა, გადაწყვიტეს სამყაროსათვის ეჩვენებინათ, რომ სამსახიობო ხელოვნება შეიძლება იშვას ციხის საკნებშიც კი, რომელიც თითქოს ესე მოწყვეტილია ზოგადად ხელოვნებას. ამისათვის მათ ურჩიეს ფაბიო კავალის- რეჟისორს, რომელიც პატიმრებთან მუშაობდა, დაედგა შექსპირის ,,იულიუს ცეზარი” და დადგმის პროცესი ფირზე აღბეჭდეს. შედეგი: უამრავი ნომინაცია სხვადასხვა კინოფესტივალებზე და ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზი – ოქროს დათვი.