კლაუსტროფობიული ფანტასტიკური თრილერი ფრანგული ჰორორის დიდოსტატისაგან.
ახალგაზრდა ქალი კრეოკაპსულაში იღვიძებს. მას არაფერი ახსოვს: არც სახელი, არც რატომაა აქ. ერთადერთი იმედი ამ სიტუაციაში ვირტუალური დამხმარე ,,მილოა”, რომელიც ყოველ კითხვაზე კი ვალდებულია პასუხი გასცეს, მაგრამ მისი ცოდნაც შეზღუდული ან ნაწილობრივ დაბლოკილია. საქმეს ისიც ართულებს, რომ ჟანგბადის რაოდენობა შეზღუდულია, დრო კი ძალიან ცოტა…
ამგვარი ფილმების სპეციფიკა ისაა, რომ ეკრანზე მხოლოდ ერთ მსახიობს ვხედავთ ერთ გარკვეულ სივრცეში და გარდა საინტერესო სცენარისა თუ სარეჟისორო ნამუშევრისა, მსახიობის სამსახიობო ოსტატობაზე ბევრია დამოკიდებული. ამ შემთხვევაში ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზეა: კრისტი ლებლანის სადებიუტო სცენარი; ალექსანდრ აჟას რეჟისურა და მომხიბვლელი მელანი ლორანის უზადო თამაშიც.