პიტერ ბერგის საოცრად დინამიური და სანახაობრივი ექშენი ტერორიზმზე და სპეცაგენტების მუშაობაზე.
საუდის არაბეთში იგზავნება ოთხი ფედერალური ბიუროს სპეცაგენტი, რათა ამერიკულ ობიექტზე მომხდარი საშინელი ტერაქტი გამოიძიონ, რომლის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. მათ რამოდენიმე დღე აქვთ ამ რთული მისიის შესასრულებლად. ადგილობრივი ხელისუფლება არც თუ კეთილგანწყობით ეკიდება ამერიკელების ჩართვას ამ გამოძიებაში, მაგრამ აგენტები ახერხებენ ადგილობრივ პოლიციასთან საერთო ენის გამოძებნას. მათ მოკლე დროში უნდა შეძლონ საერთო მტრის, მოჩვენება-ტერორისტის აბუ ჰამზას მოძებნა და ნეიტრალიზება.