მკვლელები (Tueurs) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

მკვლელები (Tueurs)

ბელგიური კრიმინალური თრილერი ბანკის შეიარაღებული ძარცვით, სასტიკი მკვლელობებით და პოლიტიკური ინტრიგებით.

შუაგული ევროპა. ბელგია. ფილმი იწყება პატარა ისტორიული ექსკურსიით. 1982 წლიდან 1985 წლამდე ქვეყანაში რამდენიმე სასტიკი დანაშაული მოხდა მიყოლებით. ნიღბიანი მძარცველები არა მარტო ასუფთავებდნენ ბანკის სალაროებს, არამედ ხოცავდნენ შემთხვევით მოწმეებს. მათ ,,პროვანსის მკვლელები” შეარქვეს. მათი მოტივაცია დღემდე უცნობია. ერთ-ერთი არსებული ვერსია მათი ქმედებისა ტერორისტული პროვოკაციაა. მიზანი – შიშის დათესვა საზოგადოებაში, რომელიც გამოიწვევდა დესტაბილიზაციას და შემდგომ ხელისუფლების მხრიდან საპასუხო რეაქციას და ქმედებებს. ეჭვი არავის ეპარებოდა რომ საქმეს პროფესიონალები აკეთებდნენ. ერთ მშვენიერ დღეს კი უეცრად ყველაფერი ჩაწყნარდა. ისინი გაქრნენ. ვინ იყვნენ? რატომ შეწყვიტეს? როდის უნდა ველოდოთ მათ გამოჩენას?

30 წლის შემდეგ საიდუმლო ინფორმატორი სამართალდამცავებს ამ საქმის ძაფს უგდებს ხელში..

რამოდენიმე სიუჟეტური ხაზი, რომელსაც რეჟისორი გვთავაზობს მაყურებელს, თავიდან ცოტას გვაბნევს. მაგრამ მათ განვითარებასთან ერთად გასაგები ხდება ბევრი რამე. ყველაფერს ნათელი კი ფინალში მოეფინება, რაც ამ ჟანრის ფილმების უდაო პლუსი და რეჟისურის დიდი დამსახურებაა.

მკვლელები (Tueurs)
რეჟისორები: ჟან-ფრანსუა ჰესგენსი, ფრანკის ტროუკენსი
2017წ. (ბელგია, საფრანგეთი)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
Wolf Alice – Smile

Wolf Alice – Smile

Album: Blue WeekendRelease date: 12

შემდეგი
და ხვალ კი მთელი სამყარო (Und morgen die ganze Welt)

და ხვალ კი მთელი სამყარო (Und morgen die ganze Welt)

იულია ფონ ჰაინცის ვენეციის ოქროს ლომის ნომინანტი პოლიტიკური დრამა მემარცხენე

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

ID•U
Total
0
Share