იულია ფონ ჰაინცის ვენეციის ოქროს ლომის ნომინანტი პოლიტიკური დრამა მემარცხენე სტუდენტ გოგონაზე, რომელიც რადიკალებს უახლოვდება ნეონაცისტების მზარდი განწყობის ფონზე.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ლუიზა მისი მეგობრის- ბატეს საშუალებით ანტიფაშისტებს უახლოვდება და ნეონაცისტების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება. მემარცხენე ახალგაზრდობა მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოებრივ მოდელს ყველასთვის და ყოველი საშუალებებით ეწინააღმდეგება ულტრამემარჯვენეების სურვილს, შექმნან ძალადობაზე და სიძულვილზე დაფუძნებული სამყარო. ეს ყოველი საშუალება კი ნაკლებად ეფექტურია პრაქტიკაში და უფრო ძალადობრივ ქმედებებს მოითხოვს. მაგრამ, გამართლებულია კი სიკეთის სახელით მუშტების და უკიდურეს შემთხვევაში იარაღის გამოყენება..?
რეჟისორი განსაკუთრებული რეალიზმით ასახავს თანამედროვე გერმანელი ახალგაზრდობის ერთი ნაწილის განყობას და ბრძოლას მათი იდეალებისადმი, ასევე მათი ოპონენტების შემაშფოთებელ პოზიციას და გავლენის ზრდას საზოგადოებაში.