დეტექტივებს, დაკითხვის წარმოების სპეციალისტებს ზოგჯერ ძალიან უჭირთ დამნაშავისგან დანაშაულის აღიარების მოპოვება, მითუმეტეს თუ დამნაშავე ცივსისხლიანი ბოროტმოქმედია.
სერიალში დრამატურგია მაღალ დონეზეა. ის რაც პირველ სერიაში თითქოს უმნიშვნელო დეტალია, შეიძლება მესამე სერიაში გაისროლოს და სკანდალი გამოიწვიოს. ყველა სერია ცალკე ისტორიაა, თუმცა ერთმანეთთან საერთო მაინც აქვთ.
2019 წელს ნეთფლიქსმა სერიალი ერთდროულად 4 ქვეყანაში გამოუშვა: ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. ოთხი სხვადასხვა დაკითხვის მეთოდი. ოთხი სხვადასხვა ისტორიები.