სამართლიანობის ძიების გზები საზოგადოების სულიერი კრიზისის ფონზე და შურისძიების გარდაუვალობა – სკოტ კუპერის კინოვარსკვლავებით სავსე დრამაში.
როდნი ბეიზი საშუალო ამერიკელის უშფოთველი ცხოვრებით ცხოვრობს. ქარხანაში მუშაობს, შეყვარებულიც ყავს და ოჯახის სხვა წევრებთანაც ახერხებს დროის გატარებას. თუმცა უბედური შემთხვევა ყველა ამ სიკეთეს დროებით ჩამოაშორებს. ციხიდან გამოსულს თითქოს უკვე სხვა სამყარო ხვდება პირისპირ. იგი ცდილობს შეეგუოს რეალობას და რაღაც მაინც შეცვალოს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდება უარესი კიდევ წინაა…
რთულია გაიხსენო ფილმები, სადაც ამდენი კარგი და ტიტულოვანი არტისტი ერთად თამაშობდეს. და ესე ზუსტად, მოკრძალებულად, ყოველგვარი ვარსკვლავური პრეტენზიის გარეშე. ფილმიც ესეთია, თითქოს უპრეტენზიო. ერთი შურისძიების ამბავი. მაგრამ იგი უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. და როგორც ეტყობა მასში წამოწეული პრობლემებიც ღრმაა. ომი, უმუშევრობა, იდეალების არარსებობა, სიყვარულის და სამართლის რწმენის დაკარგვა. ეს ყველაფერი აიძულებს ფილმის გმირებს უკიდურესი გადაწყვეტილებები მიიღონ, თუმცა ხსნა და სამართალი როგორც ჩანს არც ამ გადაწყვეტილებებშია. საზოგადოება უკიდურესს კრიზისშია. სულიერების და იდეალების კრიზისში.