ძალადობის აფეთქება კლასობრივი დაპირისპირებისა და ზიზღის ფონზე მექსიკელი რეჟისორის მიშელ ფრანკოს ფსიქოლოგიურ დრამაში.
როდესაც სოციალურ კლასებს შორის სხვაობა იმდენად იზრდება, რომ უფსკრული ჩნდება, სახელმწიფო სისტემა სერიოზულ გამოცდას გადის. ამ გამოცდას ხშირად საზარელი, ტრაგიკული შედეგები მოსდევს და სისტემის დანგრევას უამრავი უდანაშაულო თუ ნაკლებად დამნაშავე ადამიანი ეწირება.
მაღალი კლასის ლაღი წარმომადგენლების მდიდრული ქორწილი ქუჩებში მასიური არეულობების ფონზე მიმდინარეობს. მაგრამ აქ არაფერს შეიმჩნევა. ეს ყველაფერი ხომ გარეთ ხდება. ფუფუნებით განებივრებულები ვერც კი ამჩნევენ როგორ იჭრება მათ ცხოვრებაში ახალი წესრიგი. წესრიგი, რომელიც ყველას შეეხება. წესრიგი, რომლის მტკივნეული შედეგები ქვეყანას და ხალხს ახალ სატანჯველს პირდება.
მაღალი კლასის ლაღი წარმომადგენლების მდიდრული ქორწილი ქუჩებში მასიური არეულობების ფონზე მიმდინარეობს
ვიზუალური და აუდიო ფსიქოლოგიური წნეხი მთელ ფილმს გასდევს და თავის მარწუხებს ერთი წამით არ ანელებს, რაც ბევრისთვის საკმაოდ მძიმე აღსაქმელი შეიძლება იყოს. თუმცა ფილმი უდაოდ საინტერესო და შემძრავია თავისი დინამიკით, რთული სცენების დადგმით, შოკისმომგვრელი ფინალით.