ფრანსუა ოზონის კრიმინალური თრილერი ერთგვარი ფინალური ტვისტით.
უკვე არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ მომხიბვლელი ინგლისელი მწერალი ქალი სარა მორტონი შემოქმედებითი აღმაფრენის ძიებაში საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც გამომცემელი მას ფეშენებელურ აგარაკს უთმობს. არაჩვეულებრივი პროვინციული სიმყუდროვე, სამხრეთის მზე, ღვინო და გალანტური მამაკაცები როგორც არაფერი სხვა, ისე განაწყობს წერისა და ფიქრისათვის. მოულოდნელად ვილაზე გამომცემლის ქალიშვილი ჟიული გამოჩნდება. იგი მოსაწევს ეწვა, ვისკის სვამს, ღამე კი მის ოთახში თაყვანისმცემლები მოჰყავს. სიტუაცია კონტროლს კარგავს, როცა ჟიულის მორიგი ერთჯერადი გართობა ტრაგედიით მთავრდება.
ოზონი რუდუნებით იღებს სხვადასხვა კლასიკოსი რეჟისორის ნამუშევრებიდან რაღაც ნაწილს და მათგან საოცარი სიმსუბუქით ქმნის სრულიად განსახვავებულ შედევრს. მსუბუქი ირონია კულტურულ სხვაობაზე ფრანგებსა და ინგლისელებს შორის იცვლება კრიმინალური დრამით, ოზონი ჟანრებით ერთობა, კადრები გაჟღენთილია მზით, ანარეკლებით წყალზე, სარკეში, და რა თქმა უნდა ქალის შიშველი სხეულით.