რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

წარუმატებელი ჟიმაობა, ანუ გიჟური პორნო (Babardeala cu bucluc sau porno balamuc)

რადუ ჟუდეს სატირული ტრაგიკომედია ჩვენი სამყაროს ორმაგ სტანდარტებზე.

სკოლის მასწავლებლის სახლის ვიდეოს პორნო კადრები ინტერნეტში მოხვდება. პირადი ცხოვრების პიკანტური მომენტები საზოგადოების საკუთრება ხდება. იწყება განხილვები სოციალურ ქსელებში. სკოლის ხელმძღვანელობა მშობელთა კრებას აწყობს ამ ინციდენტის განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად…

რა არის მისაღები ჩვენს სოციუმში და რაზე ვხუჭავთ თვალებს.. არის რაღაცეები რაც ყველამ იცის, აინტერესებს, მაგრამ რატომღაც ტაბუდადებულია, თითქოს სირცხვილია ამაზე საუბარი. რა არის კარგი, რა არის ცუდი? რა არის მისაღები, მიუღებელი რიგითი მოქალაქეებისთვის, ეკლესიური ადამიანებისთვის? ფილმში უამრავი აქტუალური კითხვაა, რომელიც თანამედროვე ცივილური საზოგადოების მხრიდან გარკვეულ პასუხებს ელოდება. ოღონდ მზად არის კი საზოგადოება პასუხი გასცეს ამ კითხვებს, საკმარისად ცივილურია კი იგი ამისთვის…?

ფილმის ფორმატი იმდენად განსხვავებულია, რთულია ანალოგის მოძებნა. შესავალში ღია პორნო კადრებს ბუქარესტის ქუჩების კადრები ცვლის, რომელიც საოცრად ჰგავს რატომღაც თბილისს თავისი ყოველდღიურობით. ფილმის შუა ნაწილი დოკუმენტური და არანაკლებ საინტერესოა მასში მოცემული მასალის მრავალფეროვნებით. ფინალური სატირა კი ისევ იმ საკითხებს ეხება, რომელიც ესე ნაცნობი და პრობლემატურია როგორც ჩანს არა მარტო რუმინული, არამედ ქართული საზოგადოებისათვისაც.

წარუმატებელი ჟიმაობა, ანუ გიჟური პორნო
(Babardeala cu bucluc sau porno balamuc)
რეჟისორი: რადუ ჟუდე
2021წ. (რუმინეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ლუქსემბურგი)
Bad Luck Banging or Loony Porn (2021) on IMDb
FavoriteLoadingAdd to favorites
Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
აუზი (Swimming Pool)

აუზი (Swimming Pool)

ფრანსუა ოზონის კრიმინალური თრილერი ერთგვარი ფინალური ტვისტით

შემდეგი
მახეში (Hunted)

მახეში (Hunted)

,,პერსეპოლისის” რეჟისორის, ვენსან პარონოს ბიბლიური ალუზიებით და ზღაპრული

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share