,,პერსეპოლისის” რეჟისორის, ვენსან პარონოს ბიბლიური ალუზიებით და ზღაპრული მინიშნებებით დატვირთული სისხლიანი თრილერი.
ევა ბარში როგორც თავიდან მოეჩვენება მომხიბვლელ მამაკაცს გაიცნობს. მისი საქციელი (იგი მომაბეზრებელ ,,თაყვანისმცემელს” ერთი სიტყვით მოაშორებს) და ალკოჰოლი ისე იმოქმედებს მასზე, მზადაა მანქანაშიც კი მიეცეს სიყვარულს. მაგრამ აღმოჩნდება მამაკაცი სულაც არაა წესიერების განსახიერება და თავის თანამზრახველთან ერთად მზაკვრული გეგმა აქვს ჩაფიქრებული…
კატა-თაგვობანას სასტიკი და სისხლიანი თამაში ძირითადად დაბურულ ტყეში ვითარდება, ფილმის გმირები კი საოცრად ჰგვანან ცნობილი ზღაპრის პერსონაჟებს, რაც ერთგვარ ალეგორიაზე მიგვანიშნებს და რისგანაც ფილმი უფრო ატმოსფერული ხდება. და რა თქმა უნდა უფრო იგებს.