მარკო ბელოქიოს საგა ადამიანზე, რომელმაც დაამხო ,,კოზა ნოსტრა”.
გასული საუკუნის 80-იანი წლები. იტალია. სიცილიური მაფიის კლანებს შორის სასტიკი ომი მიმდინარეობს ჰეროინის ტრაფიკისათვის. მაფიის ერთ-ერთი გავლენიანი ჯარისკაცი – თომაზო ბუშეტა გადაწყვიტავს გაექცეს ამ არეულობას და ბრაზილიაში იმალება, საიდანაც თვალს ადევნებს ყველაფერს. პალერმოში კი ამასობაში ,,კოზა ნოსტრა” მეთოდურად მისი ოჯახის წევრებს საიქიოში ისტუმრებს. ბრაზილიის პოლიცია აპატიმრრბს ბუშეტის და იტალიაში უკეთებს ექსტრადირებას. ხვდება რა, რომ სიკვდილი გარდაუვალია, იგი კარდინალურ გადაწყვეტილებას იღებს: დაარღვიოს ,,კოზა ნოსტრასთვის” მიცემული ერთგულების სიტყვა და ჩაუშვას თანამებრძოლები და მეთაურები…
მარკო ბელოქიომ გადაიღო მნიშვნელოვანი ფილმი იტალიის თანამედროვე ისტორიის უმნიშვნელოვანეს მომენტზე. ეს არის რეალური ისტორია, თუ როგორ დაამარცხა ქვეყანამ ერთი ადამიანის დახმარებით ,,კოზა ნოსტრა” – უშველებელი ,,რვაფეხა” ორგანიზაცია, რომელსაც მარწუხებით ეჭირა ქვეყანა.