fbpx

უჩვეულო და დინამიური თრილერი შავი კომედიის ელემენტებით.

მიდლტონი ამერიკის პატარა პროვინციალური ქალაქია. ღამით ტრასაზე მანქანა მოძრაობს, რომელსაც ნასვამი მძღოლი მართავს. 11:14- დრო, რომელსაც მანქანის საათი აჩვენებს. მის ირგვლივ იხლართება მთელი რიგი შემთხვევითობებისა თუ გააზრებული მოქმედებებისა, რომლებიც ერთ ფინალამდე მიგვიყვანს. დასაწყისში გვაჩვენებენ ცალკე ეპიზოდს თუ რა მოხდა ამ დროს, შემდეგ კი დრო უკან იხვევა და გვანახებენ ფილმის სხვა პერსონაჟებს ამ დროის ჭრილში, რომლებიც უცნაურად დაკავშირებული არიან ერთმანეთთან.

რეჟისორმა და სცენარისტმა გრეგ მარქსმა თავის სადებიუტო ფილმში ბევრი იმ დროისთვის დამწყები ნიჭიერი მსახიობები შეკრიბა, რომლებიც შემდგომში ძალზედ პოპულარულები გახდნენ ჰოლივუდში, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ფილმის გაქირავებაში (სრულიად უსამართლოდ) ჩავარდნისათვის.

11:14 (11:14)
რეჟისორი: გრეგ მარქსი
2003წ. (აშშ, კანადა)

11:14 (2003) on IMDb

FavoriteLoadingAdd to favorites

Cart

შესვლა

ანგარიშის შექმნა
Back to Top