რომან პოლანსკის პოლონური პერიოდის შავ-თეთრი დრამატული თრილერი ორი თაობას შორის არსებულ დაპირისპირებასა და პაექრობაზე – პირველი პოლონური ფილმია, რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული.
უზრუნველყოფილი წყვილი- ანჟეი და კრისტინა გზაზე ახალგაზრდა მამაკაცს აიყვანენ, რომელიც ავტოსტოპით ცდილობს გადაადგილებას. ანჟეი იახტის მფლობელია და სთავაზობს უცნაურ ახალგაცნობილს მათთან ერთად გაატაროს ეს უიქენდი. იახტით მშვიდი მოგზაურობა ტბებზე ნელ-ნელა ორი მამაკაცის დაპირისპირებაში იზრდება, რომლებიც ცდილობენ თავიანთი უპირატესობების დამტკიცებას.
პირველი ალბათ რაც თვალში მოგხვდება ამ ფილმში შესანიშნავი ოპერატორული ნამუშევარია, რომლის ლაკონური და უბრალო კადრები თავისი სილამაზით, წყობით გვატყვევებს. ფილმის მოქმედების სამი მეოთხედი იალქნიან ნავზე (რომელიც გერინგის საკუთრება იყო წარსულში) ვითარდება და ისტორიას სამი პერსონაჟი გაათამაშებს, თუმცა ეს მის დაძაბულობას და დინამიურობას ხელს საერთოდ არ შეუშლის. ესეთი მხოლოდ დიდ რეჟისორებს თუ ძალუძთ.