კრიმინალური დრამა თრილერის ელემენტებით, რომელიც მე-20 საუკუნის 90-იან წლებში გახმაურებული პარიზელი სერიული მკვლელის, მეტსახელად ,,ბასტილიელი მხეცის” საქმეს ეხება.
პარიზი 1991 წელი. ახალგაზრდა ინსპექტორი-,,შარლი” იწყებს მუშაობას ქალაქის სამძებრო სამსახურში ცნობილ ორფევრის სანაპირო 36-ში. პირველი საქმე რომელიც მას შეხვდება, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაა. გამოძიებისას იგი მსგავსი საქმის დოსიეებს ეცნობა, რომელთა შორის ცდილობს რამე კავშირი აღმოაჩინოს. და აღმოაჩენს კიდეც, თუმცა დაარწმუნო ყველა რომ სერიული მკვლელი მოქმედებს და საჭიროა ყველა რესურსის მობილიზება არ ისე იოლი აღმოჩნდება არსებული ბიუროკრატიის გამო. გარდა ამისა დნმ ანალიზების მიხედვით დამნაშავის დადგენა ჯერ კიდევ რიგ ხარვეზებს განიცდის კრიმინალისტიკაში.
ფილმის შემქმნელები არ წავიდნენ ჟანრის ტრადიციული მეთოდებით, როგორსაც მივეჩვიეთ. აქ არ არის ზეჭკვიანი მანიაკი, რომელიც პოლიციელებს მშრალზე ტოვებს და ეთამაშება, ან თავხედი ზეპოლიციელები, რომლებიც ყოველთვის თავისას აღწევენ. აქ ფარდაახდილია მწარე და სასტიკი ცხოვრებისეული სიმართლე. სიმართლე ნამდვილი პოლიციელების დამღლელი და ხშირად დაუფასებელი სამსახურისა. სიმართლე ადამიანის სასტიკი და დაუნდობელი ბუნებისა.