ორი მე (Deux moi) - ID•U
რას ვუყუროთ..რას მოვუსმინოთ?
სხვადასხვა კრიტერიუმებით ძებნისას ხშირად გამოგვრჩება ხოლმე ფილმები, სერიალები თუ მუსიკა, რომლებიც ნამდვილად ჩვენი ყურადღების ღირსია.
ID•Ur Sound-ის მიზანია გამორჩეული და იშვიათი ძველი თუ ახალი მუსიკა, ფილმები და სერიალები ერთ სივრცეში მოაქციოს ასარჩევად.

ორი მე (Deux moi)

თბილი და სევდანარევი რომანტიული ფილმი სიყვარულის ძიებაზე და მარტოობაზე.

რემი და მელანი – მსოფლიოს ყველაზე რომანტიულ ქალაქში-პარიზში ცხოვრობენ. ეს ბევრის ოცნებაა, თუმცა ახალგაზრდა ადამიანებისთვის ეს ბედნიერების გარანტი ნამდვილად არ არის. ისინი თავს მარტოსულად გრძნობენ. ისინი ერთ ქუჩაზე ცხოვრობენ, ერთ ქუჩაზე დადიან, ერთი ვაგონით მგზავრობენ, ერთ მაღაზიაში იძენენ პროდუქტებს, თუმცა ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. არადა მათი შეხვედრა ისე შეცვლიდა ორივეს ცხოვრებას. შეძლებენ კი ფილმის გმირები ჩაეჭიდონ შანსს და გადადგან პირველი ნაბიჯი?

ფრანგებმა ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად იციან როგორ გადაიღონ ფილმი სიყვარულზე. სედრიკ კლაპიშის ფილმის გმირები ჩვეულებრივი ყოფითი პრობლემებით დაკავებული ადამიანებია, მაგრამ ისინი ჩვეულებრივზე უფრო მეტად განიცდიან მარტოობასაც, სიყვარულის დეფიციტს და წარსულზეც უფრო მეტად მიჯაჭვულები არიან. თუმცა ეს მათ ხელს არ უშლის იყვნენ თავაზიანები, თბილები და საოცრად კეთილები.

ორი მე (Deux moi)
რეჟისორი: სედრიკ კლაპიში
2019წ. (საფრანგეთი, ბელგია)

Total
0
Shares
Leave a Reply
წინა
შუამავალი (Mr. Inbetween)

შუამავალი (Mr. Inbetween)

რეი შუსმიტის ყოველდღიურ ცხოვრებაში თითქოს არაფერია განსაკუთრებული, საშუალო

შემდეგი
ადამიანი, რომელმაც მისი კანი გაყიდა (The Man Who Sold His Skin)

ადამიანი, რომელმაც მისი კანი გაყიდა (The Man Who Sold His Skin)

ტუნისელი ქალი რეჟისორის-კაუტერ ბენ ჰანიას ფილმი, სადაც ესთეტიურად და ჭკვიანურად

შეიძლება ასევე დაგაინტერესოთ

STOUCHI USB C TO 3.5MM Adapter

Type C Adapter

Total
0
Share