ტუნისელი ქალი რეჟისორის-კაუტერ ბენ ჰანიას ფილმი, სადაც ესთეტიურად და ჭკვიანურად ერთმანეთში გადახლართულია აქტუალური საკითხები: თანამედროვე ხელოვნება, თავისუფლება და პოლიტიკა.
სემი, მისი თავისუფლების გამომხატავი მიამიტი სიტყვების გამო სირიის ციხეში ხვდება. იგი გარბის ციხიდან და იძულებულია ლიბანში გადაიპაროს. ამ პერიოდში კი მისი შეყვარებული მშობლების ზეწოლით მდიდარ კაცს მიჰყვება ცოლად და საცხოვრებლად ბელგიაში გადადის. სემი ოცნებობს მასთან შეხვედრაზე, მაგრამ არა აქვს საშუალება ქვეყანა დატოვოს. შემთხვევა მას პოპულარულ მხატვარ – ჯეფრი გოდფროის შეახვედრებს. იგი სემს უცნაურ კონტრაქტს სთავაზობს, რომელიც მისცემს მას საშუალებას მთელს მსოფლიოში იმოგზაუროს…